13.05.2016
შავ-თეთრ ქალაქში, არის ფერტენდენცია, შავი არის მოდაში, თეთრი კი ეს ლექსია. უკვე გაზაფხულია, ახლა ფერთა გამასაც , ემატება წევრები, ახალი ტენდენცია არის ვარდისფერები. მერე მოვა ზაფხული, ამ ქალაქის მდედრები, უკვე ხარბად უშვერენ, მზეს, ტანს გამალებით. შოკოლადად ქცეულებს, მზის სხივები არუყვართ, უყვართ, მუქი ფერები, დროს რომ ნელა გამოაქვს მერე, ჩვეულებრივად, მოვა შემოდგომა და მოლურჯმწვანო ფერები, გადიქცევა ჭრელბად. ახლა მუქი ყვითელი, შემოვიდა მოდაში, სვიტერს აფორიაქებს , ქარნარევი წვიმები. მერე , კვლავაც ზამთარი, მუქფერებში აწყობილ ქალაქს თეთრი ფსკერი აქვს. კვალს რომ ტოვებს, სისოვლის არის ეს მელოდია, ამ დროს ,თითო ფინჯანი, ჩაი არის მისწრება. ჩუმნახელევ ოთახში, ფიქრებით რომ ბინდდება. ამდროს მელანქოლიკებს, აღარააქვთ საბანი, მათთვის მხოლოდ ფიქრები , არის ამ წამს მავალი. საკვამური ნაცრისფრად ბოლავს , შავ-თეთრ ქალაქში. ამ ფერებსაც აიღებს , და მოვა გაზაფხული. უკვე ახალ ფერებში. მერე ისევ ზაფხული, აი , ასე დრო გადის , ჩვენში გადაკარგული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი