26.02.2017
უდღეო დღეებს არა აქვთ კარი, შემოდიან და რჩებიან მარად. ამ ტკივილისგან მე ისევ ვიწვი, ამ ტკივილისგან მე ისევ მნაცრავს. მთავრიან ღამეს, ქარსაც სიცივით, მოაქვს ფიქრები და ტოვებს კართან. ამ ხმაურიან ქარის ზუზუნში იწყება , ჩუმი , საამო , ტანჯვა. მწვანე მინდორზე ვიყავით გუშინ და მზეც სიცოცხლის ფერს გვანათებდა. ახლა დახუჭულ თვალებში ლანდად, მახსენდება და უფრო მზარავს. მე ეს ლანდები შემშლიან ალბათ, ეს მონატრების ჩუმი ფენები, შორს და თან ახლოს, ფიქრების კვამლში, დაირება ცოცხლად ფერები. მე მენატრება სიჩუმის ფერში ეს შემოსილი ჩემი ლანდები. არმინდა არად რომ გაქციოთ დღემ, დავხუჭავ თვალებს წავიდეთ სადღაც, მწვანე მინორზე, სიცოცხლე გახლავთ .... გავახელ თვალებს , მუქი ფერები, ბლომად ოთახში და მაღრჩობს თითქოს. ერთსაც დავხუჭავ , კიდევ გავიქცეთ, მწვანე მინდორზე სიცოცხლით ვლაღობთ... ფიქრების ჩუმი კორიანტელი , ჩუმად იშლება და ფარავს მინდორს. მე მარტო დავრჩი ახლა ოთახში და მონატრების ფიქრები მიბყრობს. ამ მონატრებას არააქვს სახე, მე მხოლოდ ჩუმი ხმაური მინდა. ორიოდ ბგერად , ორიოდ ასოდ, აკინძული რაიმე სიტყვა. ხმაური მინდა , თქვენი ხმაური, რასაც მავიწყებს დრო გამალებით. მონატრებული ხმაური მინდა, ორიოდ სიტყვად, ორიოდ ასოდ. ქარის ზუზუნი და მუქი ფარდა, ნელა ირხევა შავ-ბნელ ოთახში. მუქი ფიქრები ცივდება წამად, მწვანე მინდვრისკენ , როგორც გუშინ ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი