07.11.2016


ათვლის წერტილებს დრო აღარ ინდობს, 
გადის წამები წუთებზე სწრაფად, 
მეკი უსიტყვოდ დავიარები და ჩემ სიცოცხლეს უაზროდ ვფლანგავ.

 რაც გაგიცანი დროც აჩქარდა და უკვე დღეებიც მე აღარ მყოფნის, 
როგორც ყოველთვის ღამით ვიფიქრებ , 
ვიფიქრებ შენზე, თეთრი ფიქრებით. 

აპირნათებულ მთვარეს ვუყურებ 
და ვხვდები დრო რომ გადის რითმებით, 
ათას ფერებად მოფენილ ცაზე 
დრო იკარგება შენზე ფიქრებით. 

უყურე ცას და მერე მიხვდები , დრო რომ მუშაობს მარტოდენ ჩვენზე, 
ადამიანმა ათვლის წერტილსაც თავის სახელი დაარქვა ალბათ, 
ახლა არ უნდა მისი მოკვლა და ითვლის დღეებს , ყოველწამს ხატავს. 

დრო, ჩვენ სიკვდილსაც გაიგებს ალბათ, 
გაიპარება მერე მუქ შავში. მაგრამ ,მანამდე მე დრო კვლავ დამრჩა , 
ეს დრო იქნება ფიქრების წამი. 
ფიქრის ჩუმის და, 
ფიქრის ნათელის, 
ფიქრის დღეზე და გათენდება !!! 

დრო არის გითხრა თეთრ ფიქრებს შენზე , 
რომ შენზე ფიქრებს დრო ვერეხება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი