11.03.2018


მონაცრიფერულ ნაცრიაფერ ფერებს , ზემოდან სცივავთ უფერო სითბო, თვალმაყურებელ მეორე ტილოს მოსავს შავებში სამგლოვიაროდ.

მოქნილ ფაიებს, უსუსურ რითმებს, ისევ  ნარნარი უშლით სილაღეს . დამძიმებული ვერხვის ტოტები, ფოთლებზე იტევს, მდუმარ სევდარებს.

იშლება ფერად მოსილი ტილო, მიიწევენ რა მხოლოდ წინდაწინ, იქ შესულები არ გამოდიან, უფრთხიან ზედა სინაცრისფერეს.

ისმის გუგუნი კორიანტელად, ზარების ზარვა აუწყებს გამგებს. სიჩუმე ,სწრაფად, მოძრავ ტალღებად გაშეშდა ფერად მოტორღიალე. 

ისმის ხმა ერთის , შიგნიდან გარეთ, რითმებს აკლდება ძალა და თავს დებს. რაღაც ისეთი უნდა რო მოხდეს , რაც სამუდამოდ გააფერადებს.

ჯგუფურ ჩაჭყლეტილ ფერებში გუნდის, ყველა გაურბის ზეცის სისველეს.
ჭყლეტენ სხვა ფერებს , იზილებიან, თან უსუსური ხმების სინათლე.

სანამ მოკვდება ერთი ფერსახე, დაბადებიდან დაიწყებს ბორგვას, როგორც პეპელა მაისის თვეში,  ნელ ფარფატობით დაათბობს ბოლდას.

სიჩუმე არის კვლავ რანდომული, არ არის ფერი ჯერ გაფანტული, ისმენენ ისევ ჯერ შეგონებებს, სხვა ფერსახე რომ ადიდებს ფეხქვეშ.

დაიწელება წამები წუთად, ჩაიზიდება ლოდები ზღავათა, მონრეალური მთების სიშიშვლეს, არც ერთი ფერი აღარ იშვილებს.

აღტკინებული ფერსახეობა , ისევ რომ ისეთ მჭახე ჭლეტვაში. შეგონებები ერთმეორეზე, სული სხვას ამბობს , წინ , მიაწექი.

მონაცრიფერომ დააკრა შავი, ტიროდა ფეხთა სავალი მიწა და სიმწარისგან რომ ადგილადგილ, წყულელბად ექცა ფერებმოქცევა.

გაუგებარ, მონოტონურ სვლას, სულის ძახილით, რაღაც განგებამ დაუმორჩილა ფერად ალდებად დაშლილი გუნდი. ერთ ფერ ასხმული წრეში აგდია,  ფერსახეობის ააწყდა ღილი. 

რატომ დაიწყო უფერო წირვა, არმოწამეთა კურთევა ლამით, სიმძიმით სცვივა ზეცას წვეთებით, ეშვება დაბლა ძალის მოკრეფით.

იშლება, იშლება ფერები სწრაფად , აწყდება როგორც ტალღა დარაბანს. და ალაგალაგ ისევ ჭყლეტვისთვის გადადებული აქვთ თავი სადღაც.

გაედინება, როგორც წყლის წვეთებს არ აქვთ სხვა გზა და ეშვება დაბლა. მხოლოდ ერთია , აი, ის სახე, გაუნძრევლად რომ დააკრეს დაბლა.

ძახილი ჩუმი უკვე დაირღვა, ყველას ფერსახე, განაცრისფერდა, ლურჯი ერქმევა აი ამ წირვას, თუკი სხვამ რამე არ დაიჩემა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი