რვა ივლისს...


"გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები."
მირზა გელოვანი

ექსპრომტი

გახსოვს ღამე,პირველად რომ მიმატოვე?
და დამტოვე. როგორც ფსკერზე დუმფარები,
მერე მე რომ მოგწერე და მოგახსენე
რომ "მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები"

ექვსი თვეა,შეხვედრიდან ექვსი თვეა.
გახსოვს?
გზაზე შევეფეთეთ,
ნიკალას
შენ რომ ფიქრობ,შენ რომ ფიქრობ,
შენ რომ ფიქრობ
იქ არა!

ექვსი თვეა რაც ვერგხედავ ექვსი თვეა
შენ კი ფიქრობ,რომ ჩემამდე რა ივლისს
სიმშვიდეა შენთან უკვე სიმშვიდეა
მე კი ჩუმად მივსტირივარ რვა ივლისს. .

გახსოვს ღამე პირველად,რომ მიმატოვე?!
დაარღვიე ჩემში ფიცი მდუმარების
და მასწავლე სიყვარულით სიმარტოვე
მე?
კი ისევ
შევუკეთე
ყუმბარები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი