Artificial Flowers


ეს ქარები მღერიან
ცივი ზამთრის ფერებით
შენ კი ისევ შორს ხარ
და,
ისევ არ მეფერები.

მიდის ისევ ზამთარი

სულს მინგრევს მე ლოდები
შენ კი ისევ შორს ხარ
და,
ისევ არ მელოდები.

ღმერთო როგორ
საიდან

შემოიჭრა ზმანება
და ღმერთია
მოწყალე,
შენთვის არმენანება.

ისევ ზამთარს
სუსხიანს

დავუწუნებ სტრიქონებს
და მაინც თებერვალში...
არავინ მომიგონებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი