Ab initio
შენ იმ შეხვედრით თუ გადარჩები, (ლექსში ვუძახი ახლა ლელიანს) მეუბნებოდი-მარტო დარჩები, გეუბნებოდი-მარტო ძნელია. ღამის გრიგალი ქარით ნამქერი, გატეხავს გულს და მერე მარწუხებს, შენ არ გესმოდა ჩემი ნამღერი ჩემი სიმღერა შენ არ გაწუხებს. ბოლოს ჩემთან რომ აღარ იქნები იმდღესვე მივხვდი ვინ ვარ ელია? მეუბნებოდი-მარტო დარჩები, გეუბნებოდი-მარტო ძნელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი