***


წვიმდა და შტორმი აწუხებდა პონტოს ნაპირებს
წვიმდა და ზღვასთან თუ ვიყავი ალბათ მარტო მე,
შენ კი იდექი და ფიქრობდი რომ არ აპირებს
რომ არ აპირებს...კიარადა
როგორ დამტოვე?

იდექი მარტო და ქალაქში რიტმულად წვიმდა
აწვიმდა სტროფებს,ელეგიას,ლექსს და სტრიქონებს,
ალბათ ფიქრობდი რომ არ შეგრჩა თვისება წმინდა
ფიქრობდი ალბათ რომ არასდროს არმოგიგონებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი