Hélène #1


სიჩუმე ხმაურობს,
და ამტვრევს,
დარაბებს
სიჩუმე?
დაამტვრევს
დაამტვრევს
დარაბებს.

სიჩუმის ქარები
გრიგალებს ელიან,
და მარტო!
იცოდე
რომ მარტო
ძნელია.

სიჩუმე ხმაურობს
და სტროფებს
იგონებს,
სტრიქონებს
სტრიქონებს
სიჩუმე
იგონებს

იღონეს...
დატოვეს
ეს მარტიც
მარტო და
დამტოვებს
დამტოვებს
ეს მარტიც
მარტო და

ლექსების მე შევქმნი
სულ ახალ სტრიქონებს
ძველშიც და ახლაშიც
სულ შენ მოგიგონებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი