საცურაო აუზი
დანგრეული კედლიდან იყურებიან დამცირებულიპატარა მახინჯი არსებები რომელთაც შიათ, შიათ თავად შიმშილი, კედელს შეზრდილი ხის საათიდან კვლავ ყურადღებას იქცევს დანაოჭებული ისრები, რომელთა მოვალეობაც სეულიად გამქრალიყო იმ ახალ გალაქტიკაში რასაც ხალხმა სიყვარული შეარქვა, ბინძურას წმენნდა თავის თავს პოლის ტილო და ნახევრად შეჭმულ კრუასანს ოთახის კუთხისაკენ მიაქანებდა, სიბინძურე სუფევდა იმდღეს ქალაქში და მტვრიანი ფარდაც ზედ ეფინებოდა ფანჯარას გახუნებული მზის დასაფარად რომელიც ამაოდ ცდილობდა ტახტში მწოლიარე და დაოკებული არსების გამხნევებას, თვითონ არსება გრძნობდა სიმარტივეს ფეხის გამოძრავებაში მაგრამ კიდევ გრძნობდა რაღაც ყინვის გამბზარავს საკუთარ სულში, გააზრებულად იწვა საკუთარ ტახტში და ცდილობდა ძველი ნასკები გაეხადა რომელმაც ამდენხანს ატარა ტალახიან მშობლიურ მიწაზე, ქოხის მაყურებლები ცეცხლისდანთებას აპირებდნენ მაგრამ საამისოდ შეშაარქონდათ და ცეცხლიც ქოხს მოუკიდეს, გაცურავს ანა რასიზამ ეუბნებოდა ვიღაც ყმაწვილი ძლიერი ხმით ჰაერის მასებიდან ურჩ არსებას, და ოთახში მდგარი ცარიელი ჭიქაც ჰაერმა შეავსო, ცურვა ჭიქაშიც შესაძლებელია ფიქრობდა არსება და ჭიქაში ჩახტა, ფეხი კი ჭიქის მოტეხილ კუთხეზე ჩამოკრა და თავის სიხლთან ერთად გაცურა, არსება მიხვდა რომაცუფრო მეტს იურჩებდა მით მეტად დარჩებოდა მიღმა საკუთარი თავისა და ჭიქამაც გაიღიმა, საათიკი რომელიც კედელზეეკიდა ხმასაღარ იღებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი