არაფერი


არაფერია არც ის მღვდელი,
არც ის ტაძრები არაფერია,
თუ სინამდვილემ არ გაგინათა
და სიბნელეში არ აგერია.

არაფერია არც ის ღიმილი,
არც ის ტკივილიც არაფერია,
თუ ლეგა ნისლებს შენ სიცოცხლეში
ცისარტყელები არ აერია.

არაფერია მხოლოდ წუხილი,
არც სიყვარული არაფერია,
თუ გრძნობები ერთმანეთს არ შეუერთდა
და ერთმანეთსა არა ელიან.

არაფერია არც ის კარგი,
თუ ის ცუდებიც არაფერია,
ვით ღმრთის გარეშე ეშმაკი არა არს,
ვით სიყვარულსა არა ეტრფიან.

ჩემო ცხოვრება, შენ როგორი ხარ
ტკივილგარეშეც არაფერი ხარ,
თუ ცხოვრებაში სულ ღვინოსა სვამ,
თუ წუხილს არ ჰშვენის ხან იაგერია.

მაშინ ცხოვრება არაფერია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი