შენ ჩემო მუზა


ჩემს სარკმლიდან ვეძებ მთვარეს,
მთვარე ღრუბლებს უქადაგებს:
„თუ ნახავთ მას აქ ან სადმე,
მითხარით და დაემალეთ.“

მაშინ, როცა ვხედავ მთვარეს,
მუზა მოდის ყოველ მხარეს,
ვერ წამართმევს არემარეს
და გავფანტავ მათ ვით ქარებს.

მუზის მოსვლა კუშტი არის,
ვერ ანახებ ფარებს,
ქალის წარბი, წამწამები
ვერაფერს ვერ შევადარე.

დედაჩემი კვლავ მიმღერებს
იმ ბავშვურს და ლამაზ ნანებს,
მე ამ გრძნობით ნაწამებ სულს
გავისტუმრებ უკან ვალებს.

მთავარ მუზად ალბათ შენ ხარ,
ვენაცვალე ალაგ ხალებს,
მაგ ლოყებში ვაჟკაცურ ხელს
ისე ნაზად შეგაპარებ.

ვერც გაიგებ — გეამება,
მოგინდება დღესაც, ხვალეც,
და ვაი, თუ ვერ გიპოვე,
და ვაი, თუ დამეკარგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი