***
ვერ გადავუარე მოსულ გრიგალებს, შემხვდა სიტყვების ბევრი კედელი, ალბათ კვლავ ისხამ ნაჩუქარ სუნამოს, შენ გაგახსენდე ღმერთს ვევედრები. როცა მორჩება შენი სურნელი, როცა ჩაქრება ბოლო სანთელი, შენ ვერ დაგახრჩობს ჩემი წყურვილი, როცა შენ მოხვალ ხელში ვარდებით. ჩემს სამარესთან ჩაიკეცები, იფიქრებ: „ამას მართლა ვუყვარდი“, გვიან იქნება მაშინ ტირილი, მაშინ იქნები შენ მტყუანი. როს უსულო ნეშტს სულს დაუტოლებ, წაგსკდება მაშინ ცრემლი ღვთიური, მე რომ შემეძლოს, სულს დაგიტოვებ შენზე ლექსია მარადიული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი