ქრისტე
შვიდ იანვარს ქრისტე იშვა ღმერთი ხორცით, მესია, ხალხის რწმენა უფლის სახელს ოდნავ გადაეჩვია. მაშინაც კი, როცა ქრისტე საოცრებებს შვებოდა, ქრისტეს ძმასაც ქრისტეში ეჭვი შეჰპარვებოდა. იგი გავდა თესლსა, ეკალ-ბარდში ჩავარდნილს, შეისმინა ღმერთის ხმა და საფიქრალში ჩავარდნილს. ეშმაკმა თქვა: „ეს ვერცხლები ყოველივე შენია, ქრისტე უნდა ცვალო, რათა ჯვარის შესაფერია.“ იმ დღიდან კი ყველას ნაცვლად ერთი ფარსი გამოდგა, მესიას და თერთმეტ ძმასაც ყველას განზე განუდგა. ქრისტეს განვლილი ჰქონდა ეგ გზა, როცა ეშმაკმა უთხრა: „გამოსცადე ღმერთი შენი“ ეშმაკს მეტი რა სურდა? ორმოცი დღე მშიერ-მწყურვალ დადიოდა ხაფანგში, ღმერთის რწმენით ეშმაკს გეგმა ჩაუვარდა ნაცარში. მარცვლის ოდენ რწმენაც კი არავის სჩვეოდათ, ცქერდნენ ქრისტეს ჯვარი ზურგზე როდის გადატყდებოდა. ქრისტეს დავარდნილ მხრებთან იქვე გაჩნდა სვიმონი, დაეხმარა და ქრისტეს გახდა ახლო თვისტომი. ჯვარს გააკრეს თავის ნათრევს და მარიას თვალის წინ, დასცინოდნენ, ამცირებდნენ ხალხი ქრისტეს ცრემლის წილ. თუ ირწმუნებ ღმერთსა მაღალს სასუფეველი შენია, მაგრამ რწმენა უფლის სახელს ოდნავ გადაეჩვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი