უცვლელი ფენომენი


,,უცვლელი ფენომენი”

არანაირი სიმაღლის არ მწამს,
არანაირი სხვა სასწაული,
როცა დედები მხარს გვიმშვენებენ,
ჩვენთვის ეს დღეა დღესასწაული.
Გარბიან წლები,იცვლება მთანი
Სიკვდილის პირას სწორდება დღენი,
Თუმცა არასდროს არ შეიცვლება
დედის უკვდავი  ფენომენი.

Როცა დედაზე ჩხუბს დააპირებ
გამოიჩინე შენ გული მთელი,
რომც არაფერი დედა ქალია,
რომელმაც მოგცა სიცოცხლე გრძელი.
Რომც არაფერი შენთვის უარყო
Ყველაზე მძიმე ტკივილის დელი.
რომც არაფერი ქვასაც გატეხავს
მთებსაც გადადგამს,იქნება მხსნელი.
  
Სჯობს სიცოცხლეში  ჩვენ დავაფასოთ
რადგან მოკლეა წუთისოფელი
როცა გაქრება,გარდაიცვლება
ჩვენთვის იქნება სევდის მომგვრელი,
თუმცა ძმობილო არ გვშველის სევდა
სანამ გვყავს,სანამ უძგერს მას გული
გვწამდეს,გვიყვარდეს მშობელი დედა

                                          -  საბა  ქობალია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი