კვლავ გაბრწყინება საქართველოსი
,,კვლავ გაბრწყინება საქართველოᲡი" Მუდამ ჩემს თავთან კითხვა მიჩნდება და მე ამ პასუხს ყოველთვის ველი, როდის მორჩება შუღლი ძმებს შორის? როდის იქნება ეს გული მთელი? ოდეს გვეღირსოს ამ მოკლე დროში ხილვა ბრწყინვალე მთა და მდელოსი, იქნებ ერთხელაც, ღმერთო ,ჩვენც ვნახოთ კვლავ გაბრწყინება საქართველოსი. ღირებულებებს ჩვენ გვიშარჟებენ და გვასაღებენ,როგორც ფასეულს დროა წამოვდგეთ,გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ მამულს,წაქცეულს. Ჩვენი სამშობლო აწყმოს მისტირის მძიმე სურათით მეც ისევ ვტირი ვაი დროს, სადაც ქვეყნის მოცილე ქვეყნისვე მტერმა გახადა გმირი. - Საბა ქობალია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი