გალაქტიონი


გალაკტიონი

ქართულ მიწაზე დაბადებულო ღვთაებრივ ნიჭით შენ, დიდო გონო
არავინაა ალბათ ისეთი,რომ სიყვარული არ შთააგონო

Შენ პოეზიის სულის ჩამდგმელო,
გვირგინთ მოსილო ვანელო ბრძენო,
Ოხ როგორ მინდა რომ კვლავ აღზარდო
დიდი პოეტნი ქართველო ერო.

და იმ ვნებიან გულის სიღრმიდან
შენ მოგვიქსოვე უკვდავი სული,
შენ დაგვიტოვე ყოველი ლექსი
დიდებული და ხელოვნური.

ეტრფოდი მერის,გიყვარდა ძლიერ,
ის დედოფალიც იყო შენ მიერ,
Შენ ჯვარს იწერდი იმღამეს მერი,
როცა არ გქონდა მოკვდავის  ფერი.
და მას უყვარდი და მას უნდოდი,
და მას უნდოდი შენ ჩემო მერი.

გადის წლები და ყოველი წელი,
Რჩება ცხოვრების ნათქვამ ციტატად,
იცვლება ხალხი,იცვლება მთები,
მაგრამ შენ ისევ უცვლელი რჩები


ავტორი  -    Ს. ქობალია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

👏🏻

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი