მთვარის სატრფიალო
მთავრევ გრძნობების დიდო ნაკადო მინდა გაგანდო ჩემი ფიქრები ოცნებებში რომ გავინავარდო ნეტა თუ ისევ ჩემთან იქნები მთვარევ ხატებავ ლამაზ ქალისა ანგელოზია შენზე ამბობენ ცისფერი წაგკრავს ფერი თვალისა შიგ ვარსკვლავები დაკიაფობენ გამოანათებ ტკბილი ღიმილით მეც გრძნობით სავსე თვალებს გაყოლებ მთელს ჩემს ტანჯვას და მთელს ჩემს გულის დარდს უმალ შენს ღიმილს გადავაყოლებ მე შენი ცქერის ტრფობით დავთვრები და შენთან ყოფნას ღმერთს შევავედრებ ყარაჩოღლების ტივზე დავდგები, ჩემი ლექსებით თავს შეგაბეზრებ როცა დრო მოვა ჩაესვენები, მერე სამკვიდროს მზეს ჩააბარებ მე მთელი ღამის განათენები შენზე ლოდინში კვლავ დავაღამებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი