ეძებდე და პოულობდე კაცსა ღვთისგან განაწირსა


......
ნეტავ შენც რად გაგიწირავს, კაცი ჩემგან განაწირი,
მეჩვენება ემაგ ციდან მიყურებდე ზარმაცივით.
მადლი შენი ტკბილი იყო, განა მწარე, განა ცივი?!
მორჩა თითქოს დაიკარგე და ჩვენც სხვებთან გავნაწილდით.

ზოგს ერჩივნა მისი პური სხვა ღმერთის ცას ემანანა,
ზოგს კითხვები დაებადა და აწყინა ბევრმა რამა,
სახტად დარჩა მოქალაქე გიო, ბესო, ემა, ნანა,
ისემც ღმერთი არა ჰყავდა, კარგად იყო ყარამანა.

ვის უნახავს ამ ჩვენს დროში, ენა ტკბილად მოუბრობდეს,
მოესმინოს მის ყურებს და ტკბილი სიტყვა მოუგროვდეს,
ყველა კითხვას დაიხსომეთ, მივუგოთ ან მოვუგოთ ეს:
ვის უნახავს კაცი რამეს ეძებდეს და პოულობდეს.

ამ უღმერთო საუკუნის დასაწყისად რა მიცნია,
როცა ღმერთი მოვიკითხე კაცი ვეღარ გამიცნია.
რწმენა ვთხოვე მომეც შენი, რამეთუ მათ არ იციან
რომ რწმენაში ვერცერთ სიტყვას ვერასოდეს გამიცვლიან.

მაგრამ სამაგიეროდ კი ციდან ხმა ვერ გამეგონა,
ამ ყვირილით დავაყრუე კაცი, აბა რა მეგონა.
სჯობდა ველზე ყვავილები ამეწყო და ამეკონა,
მეცქირა და მეთვალმზირა იმისთვის რაც აგერ მქონდა.

გავიხედე მისი კარი აღედგინა განაწირ კაცს,
აღედგინა მისი ეზო, დრო დაკარგულს და ნაციხარს,
დაეკიდა წრეზე ღობე, ახარებდა მაგ ლაწირაკს,
მითხრა აბა დამეტოლე და მანახე რა კაცი ხარ.

მაშინ მივხვდი რომ ვერ მიხვდა, რომ ცხოვრებამ არ გაწირა,
არ ახსოვდა რომ მიწაზე, რომ ყველაზე ზარმაცია,
მე წავედი, სულ ვიარე რისი ტყავი არა მცმია,
ღმერთი ვისაც მოუმართავს ხელს, შიშველსაც არა სცივა.


მე ვიპოვე რასც ვეძებდი და რისთვისაც გავისარჯე,
ასე მოხდა უცებ ღმერთმა მოაბრუნა ჩემგან საჭე.
დაიჯერეთ, არ გეგონოთ რომელიმე თქვენგანს ვაჭერ.

როდის მოდის სამართალი?
ეძებეთ და თქვენ განსაჯეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი