ქარზე უთქვამთ


ამინდო არ გამოიდარო,
გაგრძელდეს წვიმა ცოტახანსაც,
ქარმა წამიქციოს ჭიშკარი.
ვეღარ მოიძებნა ქოხი მთაში,
მთელს მთას ზემოდან რომ გადაჰყურებს
და გარს ყვავები ახვევია.
ქვაზე ქვა დავდე და - გატეხილა,
სულ სხვა ფიქრებში მოგიაზრე.

მითხარი, რასაც ვიმსახურებ,
იპოვე სადმე შორი გზა და
მას დაადექი.

ვიღაც კითხულობს მთაში ლექსებს და მელანდება, 
თითქოს ფილტვებში ჩაიგროვა მთელი სინესტე 
მთამ
და ერთბაშად ახლა უნდა ამოისუნთქოს,
ნახავ წაგვლეკავს ჩვენ 
და მხოლოდ ჩეროებში შეყუჟული ფრიველები გადარჩებიან.

ასე მარტივად გაგვსვლია ყავლი ადამიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი