სად მიწა ვნახე - კარავი დავდგი ..
სად მიწა ვნახე - კარავი დავდგი, მერე აღმოვჩნდი სიკვდილის წრეში, და სისხლით სავსე მიჭირავს პეშვი. ჩემგან შენამდე ყოველი ადლი მაქვს გადათვლილი, როგორც ცხოვრების ბოლო დღეები და ხუთი თითი. ცხრათვალა მზემდე და ცხრა მთას იქით მიჭერენ, ლურჯი აგრესორები. ჩანან ცხოვრების უვრცეს ბილიკზე და კაშკაშებენ ალბათ ისევე, როგორც ალმასი შუქთან - პირიმზე. როცა ვიღლებით ყველა ვისვენებთ; ვკვდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი