ლოცვა (მეტროში ჩასვლის წინ)


არ მოადუნო ყურადღება, უცნობ გარემოს
მხოლოდ ის უნდა რომ შიშის გზით სწრაფად შეგიცნოს,
მერე თავისი ფილტვებიდან ამოგახველოს,

ამოგანთხიოს სათქმელივით. 

კიბე კიარა ქვა ფენილი,
ეგდოს საყრდენად მოგინდება,
შიშით, რომ გზარავს უთავბოლო
ექსკავატორზე მოჭიდება.
"ფული კიარა დრო მჭირდება,
გარეთ კიარა სახლში მინდა"
წაიღე ღმერთო ეს ნაწყვეტიც
ადამიანის საჩივრიდან

შენთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი