მესიზმრა


მესიზმრა: კოცონი, გალა და
ჩემი ძმა - დიტო. აქ კოცონთან
ისხდნენ და ყვებოდნენ ბალადას, 
ბალადა ორივეს მოსწონდა.

ისხდნენ და ყვებოდნენ დანტეზე,
და თითქოს რუსთველი ლექსობდა,
ნაცარში მარცვალი დათესეს.

ყრუ-მუნჯი შენობის ეზოდან
ისმოდა ქართული გალობა.
და თითქოს ლექსობას ეს ჯობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი