გამოსავალი ერთმანეთშია
მე გავჩუმდები, ოდესღაც ყველანი გავჩუმდებით, მაგრამ მე სანამ გავჩუმდები ვილაპარაკებ, და ბოლოს როცა გავა დრო დუმილის, ჩემი პირიდან ლურჯი მტრედები გამოფრინდებიან და მოვლენ შენთან. მაგრამ შენამდე მიუსვლელი გზები ბოჭავენ, მტრედებს, რომლებიც გამოექცნენ სიცარიელეს. ნეტავი სადმე აიშენონ თავშესაფარი, ნეტავ შენც შეძლო და მოგინდეს მათი მოძებნა, მე მყოფნის ის დროც, რაც ცხოვრების გზაზე მოვჭამე, ამოვაგლიჯე როგორც ხორცი მწარე ცხოვრებას, მაგრამ არ ვჭამე. მე არ მშიოდა არასოდეს სხვების სიტყვები, წყლის ჩხრიალივით მხოლოდ შენი სმენა მინდოდა. ჩემი მტრედებიც იხრჩობობოდნენ, და მე მკაწრავდნენ. ჰა მოფრინავენ ახლა შენთან, ნეტავ მოგაგნონ, თავშესაფარი აიშენონ სადმე ნეტავი. დრომ სიმარტოვე მეტალივით სულზე მომადნო, ჩემს მტრედებს დასდევს სიმარტოვის ღმერთი - კენტავრი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი