ჩვენ არაფერი გამოგვივა


ჩვენ არაფერი გამოგვივა... 
რადგან ჩვენ ვიცით,
თუ წამოვედით საიდან და ავიღეთ გეზი
საითკენ. მიმართულებას კი აღარ შევიცვლით,
მაგრამ მთავარი ის არის რომ გამოვიქეცით

საიდანაც ჩვენ არ ვიყავით, ანდაც იქიდან,
სადაც ვერ ვნახეთ ჩვენი სახლი. და გავიპარეთ,
რომ ამოვიდა ციდან ჩვენი თეთრი ვიტრინა,
ქვამ ჩაამსხვრია მაღაზიის მოლურჯო მთვარე.

გვეზმანებოდა თვალდახუჭულთ ცა მეწამული,
ქარი, შიმშილი, მათხოვრები, სიცოცხლის ხვეწნა,
და ერთხელაც კი არ გვინახავს ჩვენი მამაული,
უკლებლივ ყველა საიდანაც გადაიხვეწა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი