მე მაინც მინდა ვრეკო ზარები ..
მე მაინც მინდა ვრეკო ზარები, რადგან მჯერა რომ მაზიარებენ მე შენ სიყვარულს... შენი თვალები, როგორც არასდროს ისე გავლენენ. მე მაინც მინდა... და მე მოვედი შენთან ყოველი ნიღბის გარეშე, მოდი ჩამხედე დახშულ თვალებში, აი თვალებში მოდი ჩამხედე. ვიწყებ სიცილით შენს გახსენებას, მერე ვვარდები შიშის მორევში. ირგვლივ ცივა და ირგვლივ ბნელდება, ვერ გადარჩები თუ არ მოეშვი. მე არ ვეშვები შენს გახსენებას, ისევ მცივა და ისევ მაშინებს ირგვლივ სიბნელე. შენი ხსენება ადრე ნიშნავდა უფრო საშინელს ვიდრე სიკვდილი, ვიდრე ხველება, ვიდრე ბოლო წუთს გადაფიქრება სუიციდის და... რა გვეშველება!? რა გვეშველება!? რა გვეშველება!? მე მაინც მინდა ვრეკო ზარები, რადგან მჯერა რომ მაზიარებენ მე შენ სიყვარულს, შენი თვალები როგორც არასდროს ისე გავლენენ. მე მაინც მინდა... და მე მოვედი შენთან ყოველი ნიღბის გარეშე, მოდი ჩამხედე აი თვალებში, აი თვალებში მოდი ჩამხედე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი