სიცოცხლე


მე ახლა მინდა სიცოცხლეზე ისე დავწერო,
რომ ნახევარი ამ ნათქვამის ჯერ ვერ გაიგო,

ახლა მე მინდა.

ახლა სიზმრები მაწუხებენ, სადაც ვიძინებ, 
მერე ვდგები და მახსენდება ჩემი ონკანი,
მასთან რამდენი ჭირვეული ღამე მოვკალი,
წარმოვიდგინე რომ ხვდებოდეს ცოდვის სიმძიმეს
-
ჩემი უფალი.

იმდენად ვცდილობ, ჩემს ფიქრებში მოგიახოლვდე - სიზმრებში კვდები.
იმდენად მინდა მოგიარო -
თავზე გევლები.
მე შენი გველივით გამხდარი ხელები,
ჩავიწყე სულში და მე გითბობ ცივ სისხლს.
რატომღაც თავის გახელება არაფრად მიღირს,
ისეთი ტკბილი მომრევია ძილისპირული.

მე ახლა მინდა რომ გაიგო, იქით დაიძრა,
დაგძრან ფეხებმა, ლავიწებმა გულმა, სხეულში
არ დარჩეს სხვაგან მოლეკულა, რადგან არის რა
რასაც მიყავხარ, ანუ ადრე რაც შინ შეუშვი.

იქით მეორე მხარეებზე, მდინარის იქით,
გაღმა ნაპირზე, რომ ამბობენ ვიცი გსმენია,
მანტიასავით მოიხურე წარსულზე ფიქრი,
თითქოს ასეთი ჯერ სხვა ბრენდის არა გცმევია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი