მოდი


როდესაც სრულიად მარტო ვარ 
იმ ადგილებში მივდივარ,
სადაც იმედმა დამტოვა.

ჩვენ ვიცი მაინც შევხვდებით
ჩვენივე დათქმულ ადგილზე,
როდესაც გამოკეთდები.

და მაშინ თუ გამოჩნდები,
როცა ღმერთივით გნატრულობ,
ლაპარაკს ისე მოვრჩებით
მეტად რომ არ გავართულოთ
ჩვენი ცხოვრება და ხვედრი,
წამება, ნაღველი - ჩვენი.
ჩვენ ჩავისუნთქეთ ხავერდი
და ამით გამოვირჩევით.

შენ კი თუ მოსვლას აპირებ,
მაშინ აქ მოდი ახლავე,
ჩემი პირველი იმედი
აი აქ დავასაფლავე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი