ბარდნის


ზამთრის სუსხი არის გარეთ, ყინავს უჩვეულოდ, ყინავს. ქარის წუხილს მოაქვს მელოდია, გზებს კი ნაზად ფარავს ფიფქის ფანტელები. 
ბარდნის...
ბარდნის, უჩვეულოდ ღამით! მე კი გარეთ ვარ და გელი, ნისლში გაეხვია მთვარე, ბარდის! უჩვეულოდ ბარდნის!
მე სულ მარტო ვარ და გელი, მესმის ქარი რასაც მღერის, რაღაც ისტორიას ჰყვება, თავის ტრაგიკული ხვედრის.
მოდი ნუღარ მოხვალ ახლა, ალბათ გვიანია უკვე, რაღაც უჩვეულო ყინვამ, მგონი გამიცია გული. მოდი დაველოდოთ ზაფხულს, მოდი დაველოდოთ დილას, იქნებ ამინდია თბილი, იქნებ მზემ გაალხოს ყინვა. 
ახლა მოდი ნუღარ მოხვალ, ზამთარია ძალზედ ცივი, ღამეს მოვუყვები ჩვენზე, ალბათ ქარს გაატანს სევდას.
მე კი მარტო ვარ და მცივა, რაღაც უჩვეულოდ ბარდნის, ნისლში გახვეულა მთვარე, ბარდნის, უჩვეულოდ ბარდნის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი