***


ისევ სიცივე, უშენობა და სიმარტოვე,
ისევ სიშიშვლე სულიერის განსხეულების,
ისევ ტკივილი, სიტყვები და მხოლოდ სიცრუე,
ისევ მცდელობა ყოფიერის შემსუბუქების.

ზღვაში წვეთია იმოდენა დაღვრილი ცრემლი,
ქარიშხალია, აზრების და ფიქრების თქეში,
არ გიდარდია ოდენობით შენ ერთი პეშვი,
როცა დამტოვე და წახვედი ვარდობის თვეში.

არც სიხარული, მდუმარება, მოკდავი სული,
არც დავიწყებას მისცემია სურნელი შენი, 
არც შემძლებია გამეფიქრა სიშორე ჩვენი,
არც მინანია ტკივილები ასეთი ხშირი.

ახლა ყველაფერს აეხადა ფარდაგი ბნელი,
უმანკო ღიმილს ჩაენაცვლა  სიავე ბედის,
ახლა თვალს არ მჭირს იმედების ფერები ჭრელი,
ახლა ოცნებებს ქარს ვატან და ვიცი რაც მელის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი