ზამთარი
ხშირად ღამ-ღამობით აცრემლებული თვალებით მეძინება. ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ვიძინებ, ფიქრებს სადღაც შორს მიყვავარ და თითქოს ქარი ტკივილისაგან მფერთხავს. ახლა ზამთარია, გარეთ ისეთი სუსხია, ყინვა ძვალ-რბილში გიჯდება. იცით, მე მგონია ზამთარი ადრე სულ არ არსებობდა. ჩემი აზრით, ის ძალიან ჰგავს ადამიანს, რომელსაც ყველა უბედურება ერთდროულად დაატყდა თავს. მგონია ის უპატრონოდ გაზრდილი ბავშვია, რომელსაც მშობლების სითბო არ უგრძვნია. ზამთარი მშობელია, რომელსაც შვილიც მოუკვდა და უპასუხოდ დარჩენილი, ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლია, რომელიც მზეს უყვარდა, მაგრამ მიატოვა და სრულიად დაივიწყა. ალბათ მისით სულდგმულობდა მანამდე, ალბათ, მაშინ ზამთარშიც იყო სითბო. ვფიქრობ, ის მრავალჯერ გულნატკენ ადამიანს ჰგვავს, რომელშიც აღარ დარჩა ძალა უყვარდეს, რომელიც ისე გაცივდა და გაიყინა, რომ თავადაც ვეღარ გრძნობს სიცივეს. ზამთარი ყველასგან დავიწყებული, გარიყული ადამიანი მგონია, რომელმაც იმედი დაკარგა და ოცნებები დაივიწყა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი