***


მე დავიბადე სიცოცხლის თვეში,
როცა ბუნება კვლავ იფურჩქნება,
როცა შავ მიწას ფარავს იები,
მზე კი ძლიერად ათბობს ქვეყანას.

მე დავიბადე წვიმების თვეში,
როცა ღმერთები იწყებენ მღერას 
და ათასფერად ჭრელდება სულიც,
დღე კი არ აცდის ცას დაბნელებას.

მე განვისვენებ სიკვდილის თვეში,
როცა ყველაფერს მოიცავს სევდა,
ხეებს კი ქარი გააცლის ფოთლებს
და მიწას თეთრი თოვლი დაფარავს.

მე განვისვენებ სიბნელის თვეში, 
როცა წყვდიადი თვით მზესაც შთანთქავს
და ჩემ სხეულზე დაყრილ შავ მიწას,
ხმელი ფოთლების ძაძა დაფარავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი