***


ძველი სკივრივით ხავსი მეც მომეკიდა გულზე
და უპატრონო ფარდაგიც ჩემებრ მტვრიანი გახლდათ,
მე ჩავეშენე კედელს აგურები რომ აკლდა
და შენ უმალვე კარგო დამტოვე სხვათა მსგავსად.

წყვდიადში იმ საფლავს ვგავარ, სარეველა რომ შთანთქავს,
მთვარეც კი ვერა ჰხედავს და მზეც საერთოდ ვერა,
მიტოვებული ვარ გვამი, გზადაკარგული სულის,
სიძულვილის ვარ მსხვერპლი, ადამიანთა ღვარძლის.

კელაპტარივით ცხოვრებაც დნება წამებში, იწვის
და როგორც ყველაფერი უფერულდება ისიც,
ხოლო სიკვდილის შემდეგ, რა ხდება ეს ვინ იცის,
ან ახლაც იქნებ, მკვდრები ვართ ცოცხალთა სხეულებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი