ადამიანო!


ადამიანო ვინ ხარ მითხარი?!
ეშმაკს მიჰყიდე სული ღვთიური,
პირუტყვად იქეც, როგორც ცხოველი
და მთლად წაბილწე შნო ზეციური.

ადამიანო გთხოვ გამოფხიზლდე!
ფერი იცვალა ცისკრის მზისდარმა,
გამოაფხიზლე შენში სიკეთე,
ნუ ამოიგლეჯ გულს ავდრიან ჟამს!

ფერად სამყაროს ნუ ამუხთალებთ,
ნუ აფერმკრთალებთ ცის სარტყელ მგოსანს,
ქაოსს ნუ სთესავ, გზას ნუ ამოკლებ,
ნათელს ნუ მოკვეთ, ძაძას ნუ მოსავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი