***


მე ფოთოლი ვარ ნეკერჩხლის
და წვეთი დილის ნამისა,
მე ყინული ვარ ზამთრის თვის 
და ცა ვარ ღამის პირისა.

ვარ შემოდგომა უძირო
და ხმა ვარ შენი სულისა,
ზღვის ნაპირი ვარ უფერო
და ტალღა შენი ფიქრისა.

ვარ ბობოქარი ქარივით, 
რკალადა ვხრიდი ხეთა ჯარს,
მე მდუმარე ვარ გვამივით,
მაგრამ სათქმელიც ბევრად მაქვს.

მზის სხივივით ვარ ელვარე,
საშიში ცეცხლის ალი ვარ,
მთვარეც მე ვარ და სევდაც მე, 
შენი ცრემლების აზრი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი