უხერხულია


უხერხულია, 
სიყვარულზე შენ
ჭიქა აიღო
ღვინით შემკული.
თუკი არ იცი,
ღმერთს შეუქმნია
ბედნიერების
დიდი საწყისით.
უხერხულია!
თვალს მისწორებდე
ამდენ უძილო
მთვარესთან ცრემლით
მიტოვებულ და
გამოცხოვრებულს.
უხერხულია...
მე მაინც ისევ
მიყვარდე ძლიერ
და სადღეგრძელოს
ვატანდე შენთან
სავსე ღვინოს და
გულწრფელ სიყვარულს.
უხერხულია!..
გამოვიცხოვრო
ზურგშექცეულმა,
შენ კი სიყვარულს
ღვინით ლოცავდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი