ფრაგმენტი წარსულიდან


გათოშილი ხელები, გაყინული ფეხები, მოწითლებული ცხვირი და მაინც თეთრ ქათქათა თოვლზე ციგით სრიალი დილიდან საღამომდე....
.............
   
სიბნელე...
"ლამპის" მბჟუტავი შუქი...

შავთეთრი სამყარო სადაც წითელი ფერის მხოლოდ ბუხარში მობიბინე ცეცხლია და მბჟუტავი ალი "ლამპის".

ზამთრის ბნელმა ღამემ იცის შავი, თეთრი და წითელი ფერები.
ზამთრის ცივი ღამე ისმენს ისტორიებს: განვლილი დღის, ჩავლილი წლების, მშობლების ბავშვობის ისტორიებს.   

გარეთ სამყაროა დაფარული თოვლით.

თეთრ თოვლზე ამაყად დგას გაყინული თოვლის ბაბუა,
ირგვლივ ახვევია მთვარის კაშკაშა სინათლე.

ცა საოცრად ლურჯია და ვარსკვლავებით მოჭედილი.
სახლის წინ დევს მთელი დღის დაღლილ დაქანცული ციგა და ემზადება  ახალი თავგადასავლებისთვის.

ზამთრის ცივმა ღამემ საოცარი სიწყნარე იცის.
ყოველი სახლის საკვამურიდან მოშავო კვამლი ამოდის რომელიც მოკაშკაშე ცისკენ იჭრება....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი