დრო
დრო სულ რაღაც სამი ასოსგან შემდგარი სიტყვაა, მოკლეა და სწრაფად წარომითქმის, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ამ ციცქნა სიტყვის მეშვეობით წყდება. დრო იყო ვიყავით ბავშვები და ყველაფერს ნათელ ფერებში ვხედავდით. დრო გავიდა და გავიზარდეთ და მივხვდით რომ ვარდისფერის გარდა შავი ფერიც ყოფილა, რომელიც სინათლეს ფარავს ჩვენს ცხოვრებაში. ახლაც ამ სიტყვების წერისას დრო გადის და ის არასოდეს ჩერდება. ჩვენ კი ეს დრო მიგვაქროლებს ჩვენი დროის ბოლო წამისკენ და ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხვდებით როცა ამ ბოლო წამს ვუახლოვდებით. მანამდე სულ გვგონია, რომ ჩვენი დრო ამოუწურავია და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიქნებით ამ ცხოვრების ნაწილი, ამიტომ დროს არ ვუფრთხილდებით და არ ვიყენებთ ყოველ წუთს ისე თითქოს ეს წუთი უკანასკნელი იყოს. მე ვთვლი ყოველი ის დრო რომელსაც სხვას მიუძღვნი, სხვისთვის რაიმეს გააკეთებ და ამისთვის შენს საკუთარ დროს ხარჯავ ყველაზე დიდი საჩუქარია. ყოველი წამი "რაღაცას" ეკუთვნის, მაგრამ რაა ის "რაღაც" ჩვენ ამას ვერ ვხვდებით და ვკარგავთ იმ "რაღაცის" გაკეთების შანსს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ცხოვრების საძირკველიც კი. არის ცხოვრებაში წუთები, მომენტები რომელიც გაბედნიერებს და არის ტკივილის მომტანი წუთებიც. ასე რომ დრო თითქოს ცარიელი სივრცეა, რომელიც დაუღალავად მიიწევს წინ და ამ ცარიელი დივრცის შევსება ჩვენი ვსლია და ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერი წუთებით ავავსებთ თუ ყკივილიანით, ან თუ საერთოდ არ ავავსებთ და ცარიელს დავტოვებთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შსნსი იმ ცარიელი დატოვებული დროის შევსებისა აღარასოდეს გვექნება. ხოდა ამიტომ ადამიანებო ნუ დაკარგავთ დროს უაზროდ ყოფნადი,არასაჭირო ძილში, ბოროტებაში, შურსა და ბოღმაში. აჩუქეთ ყვრლაზე კარგი საჩუქარი საყვარელ ადამიანებს, -საკუთარი დრო და ყველა დროის მონაკვეთი აავსეთ ბედნიერი და წარმატებული წუთებით. ნუ დატოვებთ ცარიელს და არაფრისმომცემს დროს. არავინ იცის რამდენი დროა განკუთვნილი თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომ დაე ყოველი წუთი გამოიყენეთ ისე თითქოს უკანასკნელი იყოს. დავხარჯოთ ჩვენი დრო ადამიანების სიყვარულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი