***
სიყვარულით შთაგონებულ ხოიას, შემოფრსკვნია სიფრიფანა ლერწამი, სულის შემძვრელ,სულის შემხსნელ რტოებად ჩამოსხმული ჩაკინძულა ფსკერამდის. სიმწვანეში დამარცვლულა სითეთრე, მოწითალო,მოიისფრო გამებით, მინარნარებს,მიუყვება ხოია სხივს წრფის გასწვრივ მსვენებარე ლანდებით. იფურჩქნება მოერთგულე ყლორტები, ყალიბდება ფერმკრთალ მოგრძო გვირგვინად, შეასკდება ფერუმარილს დროებით და მტევნებიც იერს გამოიცვლიან. ბირთვულ დუღილს ვერ უშველის წერაქვი, ვერც ხსნარებით განზავებულ ნაერთით გამოხმება დაბრაწული ცა-მეტი, ცამეტი და მეცამეტეც დაემთხვი, დაემთხვი და გაიყოლე სიკენტე, შებოჭე და შეინანე კვანძებად გადატვირთულ რკალით გამოიძეწკვე. ლიანდაგად გადაკრული ნიადაგს, ვაკუუმის სიყველაფრე იხელთე, აიხდინე,აიხდინე,ხოია, შემოჰკარი,დრო აყოვნებს,ინებე. სიყვარულით შთაგონებულ ხოიას, სიყვარულის სამოსელსაც უქსოვენ, გარდამავალ ძაფებს გადაჭდობილან, ამას ქვია მართლა ,,მაიმუნობენ". წინწკლიანი,წინწკლიანო წინწკილა, შენს ფერდობზე უყველაფროდაც თბილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი