***


გულის განივ ჭრილზე გრძივად მეფინები,
სული შემუსვრილი დრტვინავს გვარიანად,
ისევ ვეამბორო მინდა სავსე სივრცეს,
სადაც ყველაფერი არის ერთიანად,
სადაც არაფრისთვის არას დათესავენ,
სადაც მოთმინებით რწყავენ  ძირიანად,
სადაც კვირტშემოყრილ ნარგავს ალერსობენ  დღენიადაგ.
მინდა ჩავეხუტო ყველა სიმწვანეს,
და ყველა სიყვითლეს,
და ყველა სიშავეს,
და ყველა სიფერადეს ,მინდა შევეთვისო,
მინდა გადავწყვიტო მოვმკა ვარსკვლავთყოფნის,
სავსე მთვარეობის ზენიტს ახლობლობას,უნდა ავისრულო.
ცვენილ ოქროს ბურთებს ხელით ავიკენწლავ,
ირგვლივ შემოვისხამ დარით დარიანად,
ისევ ავაბრუნებ კუთვნილ თაღიანზე,
ჩუმი უკუნეთის ფასის საღირალად. მთვარის  დამოწმებით მზესაც ვუწილადებ ჩემთვის ნამოღვაწარს.
დაე გახდეს ჩვენი,ჩემი,შენი,მისი,მათი,
დაეწაფებიან ბევრნი,
სიყვარულით გაჟღენთილ მხურვალე ბელტებს ააყირავებენ,
და მაინც ,როგორი წესრიგია?!
იტყვიან მთები, გადმოხრილები ცნობის წყურვილით,
დასამარებულ ბილიკებს ტკეპნის ბარზე ბარივით გადმოყნობილი
მუქი სიცოცხლე,მუქი  სუნთქვა,
მუქი ფუძეა ღია მთლიანის,
ტკეპნასთან ერთად რომ ანოყივრებს,  რეაქტიურად შემოიგრაგნის. შემოაღწიე,შემოაღწიე ბრდღვიალა დღეო,გულდასმით,წყნარად,ნუ შემოამტვრევ დარას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი