☀️


დაბადება დაბადების მომლოდინედ,
დღის დღედ ყოფნის სახელია მზე,
მზე მინდა,მე მინდა მზე.
გარდამცვალე გარდაცვალებამდე,
შანსი გამიშინაარსე,მზე,
მზე მინდა,მე მინდა მზე.
ქრთამად ღიმილი იჩუქე,ცრემლი იჩუქე, ,,ნაღველი" განქარვებულ-გაუნქარვებლად,
დამარცხებულს მაგრძნობინე დამარცხება,
გამარჯვებულს-ყველაფერი დროებითი,
ქრთამად სიყვარული იჩუქე,
გრძნობათა სიმკვეთრე მზე,
მზე მინდა ,მე მინდა მზე.
სხივოსანთა გამასხივოსნებელო გაასხივოსნე,
გამასხივოსნე,გაგვასხივოსნე.
გაათბე,გამათბე,გაგვათბე,
მიუხედავად იმისა,ამისა,მზე ხარ მზე,
მზე მინდა,მე მინდა მზე.
ჩამოიწიე  შეგიყვარო,შეგიძულო მზე,
ჩამოიწიე,ჩამოიწიე, გამომეცნაურე შენ 
და მე და მე და შენ,მე და მზე და მზე და მე.
როცა იქნება,მალე იქნება,
აუცილებლად იქნება...
მზე მინდა,მე მინდა მზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი