გაჟღენთილი სიმარტოვე
გადაიკემსა შემოტმასნილი სიმარტოვე, შეჰხებია სიალალის მანტია, აბრეშუმო ელვასაკრავს ეამბორე, ღილიანებს ნუ აჰყვები,შარია. ბგერა მეფრსკვნება შემუსვრილი, ვგონებ ვბერდები, აღმართ ავლილის ქშინვას ვუძლებ ,კრთიან მტევნები, რატომ მეძახის გამუდმებით ?!ჟღარუნობს სივრცე, ეს სიმფონია განა სხვაა,რომელსაც ვისმენ. ნოტები ზეწარს იფარებენ მელოდიურად, ტონს იცვლიან და შემოდგომას ელოდებიან,რომ დანაცრდნენ და დაიფერფლონ ჩამქრალ ცეცხლივით, რომელიც ბღავის დამწვრობისგან კანჩაზნექილი. მეადვილები ჩემიანო,ჩემებურია, მდუმარე ბერი,შეხიზნული ქვაბულიანებს ჩემებურია, სადღაც ქვესკნელში ჩაკირული კუნძი და ჩემებურია ჩახრუკული კერძის სიმძაფრე, მეადვილები ჩემიანო,ჩემებურია, მინატრე. მოვალ და მოგიტან გროვას სურვილების, აფორიაქებულ ლანდსაც დავეხსნები, ისე დამილაგე სული მორიდებით, ნუ დამინიავებ,ფრთხილად, გევედრები. ჩხრეკის ორდენი მონათლულია სამართლებრივი აიაზმათი, ნებაც შენია,განგებულებაც, უფლება ადრეც ბევრჯერ წამართვი. წვეთი გამრავლდა,ჩაახველა მანტიამ,გაჟღენთილი სიმარტოვე მაცვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი