***
ეკლებს შორის დაჩაგრული ვარდი,სიყვარულის გაშინაარსება,ბეღურა რომ მოშორდება ბუდეს,ცოტა ხანში ისევ უბრუნდება,შენ ხარ ჩემი მზის პირველი ჩასვლა,ამოსვლისას გამოცისკროვნება, მე ვინა ვარ?,დაღალული სევდა,გაზაფხულზე გამოყვავილება. და ხარ კამარა გადაბოჭილი შეზარხოშებულ ზღვას ჩამდინარე,ფსკერს რომ გაცდები,მაშინ ერთხელაც უწინდებურად შემომიძახე,არ დამეკარგო კაშკაშა ბურთო ,სიღრმისეულად არ დაზიანდე,დავიგვიანებ. ვარდზე მზრუნველო ადუღებულო მთვარევ ,გეძახის მკრთალი სიყვითლე შუქის,ამომიყვანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი