შენ
შენ, სავსე მთვარე …
შენ, ფიქრი წამის …
შენ, სადღაც გნახე,
წარსულად ყარდი …
რამდენჯერ გიხმე
სიზმარში ლანდად,
რამდენად სუფთა გავლენას ვგრძნობდი,
რაოდენ შორიც არ იყო მაინც,
გეძახი,მოდი!
შენ,სავსე მთვარე …
შენ, ფიქრი წამის …
დავხუჭე სუნთქვა,
გავაქრე კვალი …
შენ, ლოცვის მადლო,
დაღვრილო სანთლად,
ეწამე, ნუღარ გაჩნდები,აღარ …!
გიხსენებ შენ და ვიხსენებ მთვარეს …
წამსაც შევათბობ ფიქრის ღუმელში …
კვამლი იყეფებს გრძნობას შორიდან,
შენ კი ამ გრძნობით დაიხუთები…
გეძახი,მოდი !
ამბობ ,შორია!
შორია,ძლივსღა შემორჩი განცდებს …
აღარ მგონია,აღარ მგონია,აღარ მგონია ჩემამდე,სადმე …
ისევ იყო და კვლავ ისევ მწამდე …
გეძახი,მოდი!
ამბობ,შორია!
მეც არ მგონია,აღარ მგონია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ზოგი სტრიქონი ძალიან მოკლეა (მაგალითად, "შენ, ფიქრი წამის", "ამბობ, შორია!"), ზოგი კი გრძელი. ეს ქმნის გარკვეულ დაწყვეტილობას დინებაში.მიუხედავად იმისა, რომ ლექსს აქვს რითმული ელემენტები , ეს რითმები არ არის დაცული თანმიმდევრული სქემით."წარსულად ყარდი": ეს თითქოს ძლიერი, მაგრამ ნეგატიური და სიტყვიერად უხეში გამოთქმა შეიძლება არ ერწყმოდეს ლექსის ზოგად ლირიკულ და მისტიკურ ტონს. (თუმცა, ეს შეიძლება იყოს განზრახ არჩევანი).ზოგისთვის კი კომიკურად აღქმადი...
"კვამლი იყეფებს გრძნობას შორიდან": ეს არის ძალიან უჩვეულო და რთული აღსაქმელი მეტაფორა. ზმნა "იყეფებს" (კვამლის მიმართ) შესაძლოა მკითხველს ლოგიკურ კავშირებს აწყვეტინებდეს.
ლექსში არის ემოციურად დატვირთული გამეორებები, რომლებიც ზოგან აძლიერებს განცდას, ზოგან კი გადაჭარბებულად გამოიყურება:
"აღარ მგონია, აღარ მგონია, აღარ მგონია ჩემამდე, სადმე..."
"გეძახი,მოდი! ... გეძახი,მოდი!"
სამჯერადი გამეორება და სასოწარკვეთილი შეძახილის ხშირი გამეორება ლექსის ბოლოს შესაძლოა დრამატულობის ხელოვნურ ზრდად აღიქმებოდეს, ნაცვლად ბუნებრივი ემოციური კულმინაციისა.
👍👍