მაპატიე!


მაპატიე, გაუსაძლის მოლოდინად
  გაქციე,და გადაგრიე ერთმანეთში სინანულად,
       მაპატიე…
     ერთხელ უკვე დავიწყებულს,
        მეორეჯერ დავიწყება მაპატიე…
  აკრილს ასხამს წარსულ გვამზე
  დაყუდებულ ტილოს ნაჭერს ბედისწერა,
        ტილო კივის ორი სულის ერთმანეთთან შეერთებას…
          მერე თრთის და იკაწრება ყველა ნაკვთის ფერთა ნოტა,
          მერე ისევ კივილია… 
          მერე ისევ კრთის და ჟონავს…
 წარსულ გვამზე ჩამოშლილი დაფლეთილი განშორება მძევლად მოჰყავს…
   მაპატიე,
  თუ კი რამე უნდა მეთქვა,მაგრამ არ ვთქვი…
       მაპატიე განწირული სიყვარული…
         მაპატიე,თუ კი სადმე გულთან ახლოს    დარდად დაგრჩი…
    თუკი ისევ სურვილია,ეს სურვილი მაპატიე…
       თუ ცოდვაა,ცოდვად დარჩეს!
           ლოცვად ქცეულს ვეღარ გხედავ…
      მხოლოდ ერთხელ მთვარის სონატს მოგიძღვნი და გადაგთელავ…
  სიკვდილამდე ჩემი ფიქრით შენს ფიქრს აღარ ვეკამათო?!
    უნდა დაგთმო, სიკვდილამდე, 
იმის იქით ვეღარ დაგთმობ!
                                          მაპატიე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი