გაორება
სადღაც შორიდან,სადღაც ჩემეული საფრთხის მიღმა,დგახარ და წარბშეკრული მიყურებ. მიყურებ და ვგრძნობ,ვგრძნობ შემიცანი ქაოტურ სურვილებს შორის... ყველაფერი აირია,ხედავ?!აირია. რაღაც მძიმედ მაწევს, თითქოს მარცხენა მკლავზე ლიანდაგი გაუყვანიათ და სულს მიწყალებს ეს მატარებლის გამუდმებული ბზუილი,ნუთუ არ დაიღალა,მე დავიღალე .... შენ რომ მხედავ ,მეტირება... როგორ მინდა მიხაროდეს და მეტირებოდეს... სხვანაერად მეტირება... ყველაფერს ფერი აქვსო, ამბობდნენ,მიკვირდა, ნუთუ განცდებიც ათასფერუმარილ შეწებებულად აღზევდებიან ხოლმე?!მიჭირდა მათი დანახვა... ახლა გარჩევა მიჭირს, იმდენად ერთი ფერი აქვს ყველას... იცი რა ხმაურია? ვერ ვაჩერებ აორტას, ნემსები მჩხვლეტენ... ნუ მიყურებ ასე... არ არის დრო?! რა შეიძლება გავაკეთო?! დამიძახე- მოდი... ტუჩებსაც ჰქონია ფერი, ჩემი მელნისფერია... გამიშრა პირი... არა,ეს ხმაური მაძრწუნებს! შენ მიკეთებ ხო?!ცინიკოსი მზვერავი... არ გაიღიმო! აზრი არ აქვს... მე მაინც ყველაფერს ერთ ფერში ვხედავ, მეელნისფერი... მელანით გაგსვრია ხელი?! იცი რა ცივია?!ყინულივით... კანს აგითრთოლებს... არ იცი?! არც ხმაური გესმის?! რა გინდა?! ეს მდინარეც როგორი ღრმაა... ნაპრალები გასჩენია მიწასაც... ნეტა რა ხდება შიგნით,იცი?! ნუ მიყურებ მეთქი ასე! ვიცი შენ მომპარე სიყვარულის მძივები, იცი რამდენ ხანს ვაკოწიწებდი?! სულ მაბრაზებდა ხოლმე მათი სიცანცარე, ახლა ?! ახლა ვდგავარ, და მინდა ვიწვე ცასა და მიწას შორის, შუაში სადმე... კარგად მინდა დაგინახო... აქედან მწვანედ მეფიქრები, ღია მწვანედ... მოყვითალო მწვანედ... გარდამავალ ფერთა სუნთქვას ვიპკურებ, მომწონს... ხოდა მინდა გიყურო, ოღონდ შენსავით არა... მაინც რატომ?! რატომ მიყურებ ასე?! აფეთქებული ბროწეულისფერი მზერით... თურმე შენში ვხედავ ფერებს... ნუ ჩურჩულებ!არ მესმის,ხმაურია! კიდევ ხმაურია,დავიღალე... ღრუბელს რომ ვუთხრა მომიყვანს შენამდე?! ხვეწნა ჰყვარებია,მაგრამ არაუშავს, შევეგუე უკვე... რა წამოგიღო?! ქალთევზას მარგალიტები მოვპარე წეღან... მის მერე წავიდა ნეტა?! აუ,რომ დაბნელდება შენს ბროწეულისფერ თვალებს მაინც დავინახავ?! ხომ არ ჩააქრობ ისედაც ჩამქრალ სიმარტოვეს?! ანკესი მინდა,ჩემი თავი უნდა დავიჭირო... ისევ მიყურებ?! რატო ასე უტიფრად, იჭვნეულად, გულიანად?! წამოვალ მეც,მარგალიტებს წამოგიღებ... შენ თუ ვერა,ღრუბლებს მაინც მოვრთავ და დავბრუნდები... ფრენა რომ შემეძლოს,ყველაფერს დავთმობდი... ზეცას მოვისხამდი მელნისფრად... ხმელეთს დავტოვებდი კენტად... ფრენა რომ შემეძლოს... ოზონს გავარღვევდი შენთვის... შენ ხომ გიყვარს სულისმხუთავი აურზაური... აი ისევ მირტყამენ სულში... შეკეთდებაო მალე,შემპირდა ქარი... ჯერ სიმღერა მიმღერა,იცი რომელი? უნდა იცოდე... დაივვიანეეეს,ჯერაც არ სჩანააან... ბგერებსაც მოუნდათ წანწალი, ისე მეშინოდა ,რომ ვერ დამეჭირა?! იქნებ მართლა დააიგვიანეს... ჰა?!როგორ იტყვი?! ვერ ვიჯერებ სამყაროს... ცვლილებები მეორდება... ადამიანები მეორდებიან... ფერები მეორდება... დარჩა რამე მნიშვნელოვანი?! გიყურებ და მეტირება... მეტირება სხვანაერად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი