ეიფორია


იხსენებ წარსულს რამდენად ღირდა, 
ღირდა იმ აწყმოდ    სადაც ახლა ვართ? 
რა იყავ მაშინ და რად იქეც ახლა, 
რა გსურდა იქნებ... რას იღებ საზღრად.

წერ მოგონებებს მელანი დაშრა, 
წერ ვით მგოსანი წერდა იმ რომანს,
ყველა იმედი და გრძნობაც გაქრა,
მდუმარე ღამეც უსმენს შენს ოხვრას.

აწყმოს არ აცდი მომავლის ჭვრეტას,
კლავ გულის მიერ ოცნებას მრავალს, 
დგახარ წვიმაში არ იმჩნევს სევდას, 
ცრემლთა ნაკადი განიჭებს შვებას.

გული სიმძიმით ვეღარ მოძრაობს,
გასცქერი ზეცას და მზეც ვერ გათბობს,
გრძობ სუმსუბუქეს სულში უდარდელს
და ეს გაშინებს,ან უფრო შმაგობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი