ისევ უყვარხარ სულს
დრო არ დაგიცდის შენ, შენ არა ჰგავხარ სხვას, სხვა არ მომისმენს მე, მე არ გაგატან ქარს. ნუ დამიხურავ კარს, გულს თუ დაუგდებ ყურს, შენ ვერ გაუგებ სულს, მე სიყვარული მსურს. თუ აღარა გსურს კვლავ, მე არ მოგიტან ვარდს, მისი სურნელი კვლავ, შენ გაგახსენებს დარდს. შენ არ ჩამკიდებ ხელს, მე არ მოვუსმენ სხვას, სხვა ვერ აგიხსნის მას, ისევ უყვარხარ გულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი