***
ისევ სიცივე, უშენობა და სიმარტოვე, ისევ სიშიშველე სულიერის განსხეულების, ისევ ტკივილი, სიტყვები და მხოლოდ სიცრუე, ისევ მცდელობა, ყოფიერის შემსუბუქების ზღვაში წვეთია, იმოდენა დაღვრილი ცრემლი, ქარიშხალია აზრების და ფიქრების თქეში, არ გიდარდია ოდენობით შენ ერთი პეშვი, როცა დამტოვე და წახვედი ვარდობის თვეში. არც სიხარული, მდუმარება, მოკვდავი სული, არც დავიწყებას მისცემია სურნელი შენი, არ შემძლებია გამეფიქრა სიშორე ჩვენი, არ მინანია ტკივილები, ასეთი ბევრი. ახლა ყველაფერს აეხადა ფარდაგი ბნელი, უმანკო ღიმილს ჩაენაცვლა სიავე ბედის, თვალს აღარა მჭრის იმედების ფერები ჭრელი, ახლა ოცნებას ქარს ვატან და ვიცი რაც მელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი