ნოემბრისეული


ნოემბრის ამ ლამაზ დღეებს, ფურცლავს ფოთლები ნაზი
და ამ სუსხიან ღამეს, მე გულს გამითბობს ჰანგი, 
მიიწურება   მალე,  ეს   შემოდგომაც     ნაზი 
და დაიკავებს ადგილს, ზამთარი ასე ლაღი.
თოვლის ფანტელებს შორის, ჩაიძირება მიწაც,
გადათეთრებულ არეს, გაათბობს სხივი მზისა,
გავალ გავხედავ ხეებს, ფანტელს დავუწყებ ძებნას, 
ამ ფანტელებშიც ვიცი, დავიწყებ ძებნას შენსას
და რომ გიპოვნი ვიცი, ყინულს დაადნობს გრძნობა.
გაზაფხულდება სულში, აყვავილდება მიწაც
და კვლავ გაათბობს ვიცი, სამყაროს სხივი მზისა, 
ვიცი თავს დამანებებს, ეს სუსხიანი ფიქრიც,
სადღაც გაქრება შიში და ნათელს მოჰფენს ნისლსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი